1648996002
„მოგეხსენებათ, საარჩევნო
კამპანიის დროს აქტიურად
დავდიოდი ყველა
მუნიციპალიტეტში, პირადად
მოვინახულე ყველა
მუნიციპალიტეტი,
მოსახლეობას შევხვდი და
დავპირდით ძალიან ბევრი
პროექტის განხორციელებას,
ამიტომ, მე დღეს დავიწყე
სიარული რეგიონებში, რომ
პირადად გავეცნო პროგრესს,
როგორ მიმდინარეობს
სამუშაოები, როგორ
ხორციელდება პროექტები,
ვხვდები მოსახლეობას,
ჩვენი მთავარი მიზანი უნდა
იყოს განვითარების
ტემპების აჩქარება,
მომატება მთელი ქვეყნის
მასშტაბით და სწორედ ამ
მიზანს ემსახურება
დღევანდელი ვიზიტი
აჭარაში“, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ქობულეთში
განაცხადა, სადაც აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძესთან
ერთად სანაპირო ზოლის
კეთილმოწყობის სამუშაოები
დაათვალიერა.
იხილე მეტი