Skillshop Logo

შალვა პაპუაშვილი - შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში, ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

1649009720
პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბუჩაში „საზარელი სისასტიკით“ შოკირებულია.

პაპუაშვილის თქმით, ეს უნდა დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.

„შოკირებული ვარ საზარელი სისასტიკით ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში. გამახსენა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკ დანაშაულებები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".

უკრაინული მხარე გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და რუსი ოკუპანტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობეზე, გაუპატიურებაზე, ძალდობისა და სასტიკი მოპრყობის შესახებ საუბრობს. მედიაში ვრცელდება კადრები და ფოტოები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქ ბუჩადან, რომელზედაც ქალაქში არსებული ვითარება და მოკლული ადამიანებია აღბეჭდილი. დასავლური მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტები მომსწრე გახდნენ "აღმაშფოთებელი სცენების", მათ შორის სამოქალაქო ტანსაცმელში ცხედრების, რომელიც გზაზე იყო მიმოფანტული, ზოგიერთს ზურგზე ხელები ჰქონდა შეკრული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულს გენოციდი უწოდა.

რუსეთი უარყოფს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის თაობაზე ბრალდებებს და აცხადებს, რომ ფოტო-ვიდეო კადრები "კიევის რეჟიმის მორიგი სიყალბეა".