Skillshop Logo

„რა შეიძლება იყოს ქართველების გამაერთიანებელი... ომის არიდება გვესახება არა თავის მოქონვით, არამედ ყველა ბერკეტის ამუშავებით“ - რას წერს ფანჯიკიძე?

1648968272
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი - ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს პირად მოსაზრებას უზიარებს, თუ რა შეიძლება იყოს ქართველების გამაერთიანებელი.

მისი თქმით, ომის არიდება შესაძლებელია არა მტრის თავის „მოქონვით“ არამედ ბერკეტების ამოქმედებით.

„რა შეიძლება იყოს ქართველების გამაერთიანებელი და ის, რომ ომი არავის უნდა.

სად ვერ ვთანხმდებით და იქ, რომ ზოგს ჰგონია, ტერორისტებს თუ თავს მოუქონავს, ყველა სხვას დაბომბავენ და ჩვენ გადავრჩებით. დანარჩენებმა გამოცდილებაზე დაფუძნებით ვიცით, ტერორისტებს ფეხებზე ჰკიდიათ ვინ როგორ იქცევა და მათთან არანაირი გარიგება არ შეიძლება. ამიტომ ომის არიდება გვესახება არა თავის მოქონვით, არა სახის დაკარგვით, არამედ ყველა ბერკეტის ამუშავებით, რაც დასავლეთთან კონსულტაციებით არის გააზრებული, რომ აღარცერთი ომის თავი, რაც შეიძლება მალე აღარ ჰქონდეს რუსეთს და უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება.

ასევე ვერ ვთანხმდებით თანამედროვე ქართველის „სახისმეტყველებაზედ“, ზოგი რუსულ ანდაზას მისდევს „წყალზე უხმოდ, ბალახზე დაბლა“ და დანარჩენები რუსთაველის აფორიზმს „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“.

რადგან ერთ რამეში ვთანხმდებით, რომ ომი არ გვინდა, მგონი ამ ორი სტრატეგიის შეჯერებაც შესაძლებელია ამგვარად - პირველმა ჯგუფმა გაგვიწიოს ანგარიში და მტრის სასარგებლო განცხადებები არ აკეთოს, შეშინებული სახე გამოიცვალოს უფრო სიმპათიური სახით და თუ სიმხდალის დემონსტრირების მეტი არაფერი აქვს სათქმელი, დუმდეს, არ ვთხოვთ დუდას მსგავს ვაჟკაცობას არავის და საკეთებელი, სანქცია იქნება ეს თუ სხვა რამ, როგორც შეუძლიათ, „წყალზე ჩუმად და ბალახზე დაბლა“ მალვით აკეთონ და შეეშვან ხალხის დემორალიზებას, გმირების უპატივცემულობას, ღირებულებების ჩაკვლას და ერისგან „პრაგმატული“ გამყიდველი სახეობის გამოყვანას, ამის ნაცვლად დღედაღამ იმუშაონ ყველა შესაძლო გართულებისას სამოქმედო გეგმის ვარიანტებზე.

სადაც კომპეტენცია არ ჰყოფნით, მოიწვიონ ექსპერტები, ყველა ასე ვიქცევით, პროფესიონალიზმი უწყვეტი მეცადინეობაა.

მეორე ჯგუფი გავაგრძელებთ ჩვენი რწმენის მიხედვით, ბოროტებასთან კომპრომისების გარეშე ყველა მოქმედებას, რასაც გული იტყვის და გონება დაეთანხმება.

აგია ჩემი ეროვნული თანხმობის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც რა თქმა უნდა, საჭიროებს პუნქტების განახლებას“,- წერს ფანჯიკიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რუსები დახოცილ კადიროველთა ოჯახებს „კომპენსაციის“ სახით კარტოფილს, ხახვს და ზეთს ურიგებენ“ – ბატიაშვილი

🔵„გვამები ისე ყარს... მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება, ძმა კი მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები“ - 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი

🔵 VIDEO: „იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი“ - რატომ ატირდა თემურ თათარაშვილი პირდაპირ ეთერში

🔵 VIDEO: „მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო“ - რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი