Skillshop Logo

საბურთალოს, ნაძალადევს, ისანს, გლდანს და დიდუბეს ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

1649135012
ელექტროენერგია

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 აპრილს, თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ესენია:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, რომელაშვილის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ნინუას და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ქერჩის, ჯანჯღავას, ბაბილოძის, ხიზანიშვილის, ვეკუას და გოგიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭოხონელიძის ,რონდელის და ონიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მაღალ დონეზე მუშაობდა და გულში ეცინებოდა, როცა ჩვენ „უუნაროებს“ ვეძახდით“ - რას წერს გოგი გვახარია

🔵„არ მძინავს, რა დამაძინებს… დილიდან დავუვლი და ადამიანებს მოვაშთობ ჩემი ფრენდებიდან“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵„საბერძნეთში მცხოვრებმა რუსებმა პროვოკაცია მოაწყვეს... რუსული დროშებით მორთული ავტომობილებიდან ყვიროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს უკრაინელების მისამართით“ - რას წერს ჟურნალისტი