
თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან თანხაა წაღებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უცნობია თუ რა რაოდენობის თანხა წაიღეს „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ადგილზე არიან სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.