Skillshop Logo

„ზელენსკი და პუტინი, სავარაუდოდ, სტამბოლში ან ანკარაში შეხვდებიან“ - დავით არახამია

1648932617
დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე და რუსებთან მოლაპარაკების დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია მიიჩნევს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის პერსონალური მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შესაძლებელია სტამბოლში ან ანკარაში გაიმართოს.

„ჩვენ ვემზადებით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის - მათ (რუსეთის მხარემ) დაადასტურეს ჩვენი თეზისი, რომ დოკუმენტების პროექტი უკვე საკმარისად არის შემუშავებული იმისთვის, რომ ჩატარდეს პირდაპირი კონსულტაცია ორ ლიდერს შორის.

ამიტომ, ახლა, ჩვენი ამოცანაა, სწრაფად შევიმუშაოთ არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპი, რომლებსაც უკვე შევეხეთ და მოვამზადოთ პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა.

ბატონმა ერდოღანმა გუშინ ჩვენც დაგვირეკა და ვლადიმერ პუტინსაც. თითქოს გამოჩნდა, რომ მზად იყვნენ უახლოეს მომავალში შეხვედრის მოწყობისთვის. ჯერ კიდევ ველოდებით. რა თქმა უნდა, არც თარიღია ცნობილი და არც ადგილი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ალბათობით, ადგილი იქნება ანკარაში ან სტამბოლში“, - განაცხადა არახამიამ.

არახამიამ აღნიშნა, რომ დელეგაციები სამუშაო ჯგუფების ფორმატში კომპრომისული პოზიციების წინასწარ ვერსიას ამუშავებენ, რომელსაც უკვე პირადად განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გვამები ისე ყარს... მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება, ძმა კი მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები“ - 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი

🔵 VIDEO: „იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი“ - რატომ ატირდა თემურ თათარაშვილი პირდაპირ ეთერში

🔵 VIDEO: „მე ვერ ვხედავ სულიერ და მორალურ საჭიროებას ეს გავაკეთო“ - რა მიმართვას ავრცელებს მაქსიმ გალკინი