
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა რუსული ბაზარი დატოვეს, რუსმა შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ღიად დაიწყეს მათი კრიტიკა.
თუ აქამდე რუს სელებრითებს ვერ წარმოედგინათ წვეულება „შანელის“ გარეშე, ახლა მათი საერთო მესიჯბოქსი, ბრენდის კრიტიკაა.
განსაკუთრებულად ცინიკური გამოდგა რუსი დიზაინერის, ვიკა გაზინსკაიას შეფასება. მან ბრენდის კოლექცია უგემოვნო უწოდა:
„არასოდეს მიყვარდა „შანელი“, უგემოვნო ქალების ბრენდია, უხარისხო ტანსაცმელი და ერთნაირი ჩანთები. რად გინდათ ეს ნაგავი? ახლა, როცა მთელი მსოფლიო თქვენს წინააღმდეგაა, თქვენი როგორც რუსების“ – მიმართა რუს გამომწერებს გაზინსკაიამ.
ვინ არის ვიკა გაზინსკაია, ალბათ ცოტამ თუ იცის, რადგან მისი შემოქმედება რუსეთის რამდენიმე ქალაქს ვერ გასცდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბუჩამდე იყო ოსვენციმი, მილიონ-ნახევარი დახოცილი ბავშვით, კოსოვო, დღეს 13 000 მშვიდობიანი მოსახლეობით ნაკლები რომ ჰყავს და აგერ, მთლად გუშინ - დამასკო“ - თეა გვასალია
🔵„ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი, ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს“ - თამუნა მუსერიძე
წყარო: fortuna.ge