
ანჯელინა ჯოლიმ რომში, ჩერნივციდან დევნილი, კიბოთი დაავადებული ბიჭუნა მოინახულა. 46 წლის მსახიობი იტალიის დედაქალაქში ჩავიდა მისი მომავალი ფილმის ლოკაციის შესარჩევად. მოგვიანებით ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტოები გაავრცელა.
„მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს, დაკარგულ სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, – ანჯელინა ჯოლი.
ბიჭის დედამ საზოგადოებას შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა - „მომხიბვლელი, უაღრესად დადებითი ენერგიის, საოცრად ქალური, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ანჯელინა ჯოლი პირადად ვნახე“ – განაცხადა მან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მნიშვნელოვანი და ახალი საქმეები არ წამოიწყოთ“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
🔵დღეს ახალმთვარეობაა - იფიქროთ მხოლოდ კარგსა და სასიამოვნოზე
წყარო: fortuna.ge