
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
საქმიანი შეხვედრებითა სავსე, აქტიური დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კამათი თავიდან აიცილოთ, რადგან ამას უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოქმედებდით წარსულში.
♉კურო
ცვლილებებისა და სიახლეების დღეა. ბევრი კურო საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებდა. ახლობელი ადამიანების დახმარებით შესაძლოა, მოგებიანი შეთანხმების დადება შეძლოთ. იზრუნეთ უფროსი ნათესავების ჯანმრთელობაზე - ამჟამად მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
♊ტყუპები
გამოცდილებისა და ინტუიციის დახმარებით, დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას და ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას, რადგან ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. თავი შეიკავეთ რადიკალური ცვლილებებისგან - ჯერ ამის დრო არ მოსულა.
♋კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც სიმტკიცეს და გამძლეობას მოითხოვს. თუ გონივრულად იმოქმედებთ, შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემების მოგვარება შეძლოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება. გირჩევთ ბავშვები უმეთვალყურეოდ არ დატოვოთ..
♌ლომი
ამ დღეს მოსალოდნელია სიახლე, რომელიც ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბუჩამდე იყო ოსვენციმი, მილიონ-ნახევარი დახოცილი ბავშვით, კოსოვო, დღეს 13 000 მშვიდობიანი მოსახლეობით ნაკლები რომ ჰყავს და აგერ, მთლად გუშინ - დამასკო“ - თეა გვასალია
🔵„ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი, ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს“ - თამუნა მუსერიძე