Skillshop Logo

578 ინფიცირება, 389 გამოჯანმრთელება, 3 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1649141456
covid 19 - 2020 წელი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  3 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 389 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 650 008-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია  1 629 032  პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში  16 761 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.11%.