Skillshop Logo

217 ინფიცირება, 592 გამოჯანმრთელება, 5 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1648970429
კორონა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 217 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 592 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 649 222-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 627 958  პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 756 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.24%.