Skillshop Logo

208 ინფიცირება, 685 გამოჯანმრთელება, 2 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

1649055902
დადებითი

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 685 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 649 430-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 628 643 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 758 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,01%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2,82% ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.23%.